LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო სტუდენტებისთვის კონკურსს აცხადებს

107
კონკურსი

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA), მომხმარებელთა უფლებების დაცვის მესამე საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, საქმიანობის ეფექტიანად წარმართვისა და კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფის მიზნით, მომხმარებლის უფლებების დაცვის ლიდერთა მომზადების პროგრამას იწყებს.

პროექტის მიზანი მომხმარებლის უფლებების დაცვის სექტორში, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით, სტუდენტების კარიერული განვითარება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერება  და კვალიფიციური კადრების მომზადებაა.

პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა, 2025 წლის 5 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ელ. ფოსტაზე ([email protected]) უნდა გააგზავნონ მომხმარებლის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესახებ სტატია.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლის ბაკალავრიატის დამამთავრებელი, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურზე მყოფ სტუდენტებს.

ლიდერთა მომზადების პროგრამის ფარგლებში ერთი საუკეთესო ნაშრომის ავტორი შეირჩევა, რომელიც მომხმარებლის უფლებების დაცვის მესამე საერთაშორისო კვირეულის გახსნით ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტში ორთვიან პრაქტიკულ კურსს გაივლის, პრაქტიკის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი, აღნიშნულ დეპარტამენტში დასაქმების შესაძლებლობა ექნება.

magti 5g