LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაციის წევრებს შეხვდნენ

149
მომხმარებლის დაცვის სააგენტო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი სერგო სანიკიძე, შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ბიზნეს სექტორის ხელშეწყობის და ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაციის (eCOMMERCE ASSOCIATION GEORGIA) წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, ელექტრონული კომერციის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, სექტორში არსებული გამოწვევების განხილვა, ელექტრონული კომერციის ბიზნეს მოდელების ანალიზი და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება.

„არსებული რეალობა მოწმობს, რომ მომხმარებლისთვის ონლაინ ვაჭრობა დღეს ბევრად მოსახერხებელია და შესაბამისად, ელექტრონული კომერციის წილი იზრდება. თუმცა მომხმარებლების მომართვიანობის ანალიზიდან გამომდინარე, რიგი გამოწვევები იკვეთება და მათზე ეფექტიანად რეაგირება მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობის მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება და მათი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებისა და ვალდებულებების დეტალური ანალიზი, რაც საბოლოო ჯამში მომხმარებლებში დაცულობის შეგრძნებას და მოვაჭრისადმი ნდობის ხარისხს გაზრდის“, – განაცხადა სერგო სანიკიძემ.

შეგახსენებთ, „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონი 2024 წლიდან სრულად ამოქმედდა. კანონის ძირითადი მიზანია ელექტრონული კომერციის პროცესში სავაჭრო პლატფორმის მომხმარებელთა უფლებების დაცვა, შუალედური მომსახურების მიმწოდებელთა (სავაჭრო პლატფორმა) უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრა და ა.შ.

magti 5g