LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მალე მიწისქვეშა გაზსაცავი ექნება

241
5a40eb6415c77

საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის პირველი ფაზა, დიდი ალბათობით, 2022 წელს დაიწყება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, მოლაპარაკებები დონორ ორგანიზაციებთან აქტიურად გრძელდება.

„წინა წლებში ის თანხები, რომელიც გამოყოფილი იყო საფინანსო ინსტიტუტებიდან მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობისთვის, პანდემიის გამო, სხვა მიმართულებით მიიმართა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროექტი გაჩერდა და არ განხორციელდება. ორი მიმართულებით ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას: ერთი არის ის, რომ რაც გასაკეთებელია პირველი ფაზის, ანუ მშენებლობის კუთხით ეს პროცესი დაიძვრება „გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის“ (KFW)-ს ჩართულობით. ასევე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას სხვა კერძო ჯგუფებთანაც, რათა მოხდეს მთავრობასთან ერთად ამ პროექტის დაფინანსება“, – განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.

როგორც ცნობილია, მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა თბილისთან ახლოს, სამგორის სამხრეთი თაღის დაცლილ, დამუშავებულ ნავთობის საბადოზე განხორციელდება და მასში 300 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები