საკონსულტაციო კომპანიის Henley & Partners-ის პასპორტის ინდექსში საქართველო 6 პოზიციით დაწინაურდა – 44-ე ადგილზე ყოფნა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობა მსოფლიოს 122 ქვეყანაში შეუძლიათ.
ცნობისათვის, შარშან საქართველო რეიტინგში 50-ე პოზიციაზე იმყოფებოდა და მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობა 116 ქვეყანაში შეეძლოთ.
საქართველოს პასპორტის Henley & Partners-ის ინდექსში დაწინაურება ცოტა ხნის წინ ჩინეთის, პერუსა და ტაილანდის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამ განაპირობა.
Henley & Partners-ის რეიტინგში პირველ ადგილს სინგაპური იკავებს, რომელსაც 195 სახელმწიფოსთან აქვს უვიზო მიმოსვლა, ბოლო ადგილს კი – ავღანეთი, რომლის მოქალაქეებიც უვიზოდ მსოფლიოს მხოლოდ 26 ქვეყანაში გადაადგილდებიან.