LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ორ მოქალაქეს, რომელთა ანალიზები როტერდამში იყო გაგზავნილი, კორონავირუსი არ დაუდგინდა

339
pjimage

საქართველოს ორ მოქალაქეს, რომელთა ანალიზები საქართველოდან როტერდამში იყო გაგზავნილი, ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდა, – ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გააკეთა.

ანალიზები ნიდერლანდებში, ერაზმუსის უნივერსიტეტში გაიგზავნა, ქართულმა მხარემ კი პასუხი დღეს მიიღო. ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, პასუხები ადგილზე, ლუგარის ლაბორატორიაშიც გადამოწმდა. გამყრელიძემ აქვე აღნიშნა, რომ ამ დროისათვის საქართველოში არც ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა და ვირუსის გავრცელების რისკი ქვეყანაში მინიმალურია.

კორონავირუსის გამოვლენა საქართველოშიც შესაძლებელი იქნება

ცენტრის განცხადებით, ინფექციური კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში დაკვირვება კიდევ ოთხ ადამიანზე მიმდინარეობდა. ინფექციურ საავადმყოფოს, როტერდამიდან ჩამოსული პასუხები გაეგზავნება, რის შემდეგაც გადაწყდება, გაწერენ თუ არა ორ პაციენტს, რომელთაც ვირუსი არ დაუდგინდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g