LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალიდან კორონავირუსის გამოვლენა საქართველოშიც შესაძლებელი იქნება

353
krnvrsss-news

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის თქმით, ხვალიდან ლუგარის ცენტრს ახალი ტიპის კორონავირუსის გამოსავლენი ტესტი ექნება.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის ეპიდსიტუაციის მიმდინარეობის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მეხუთე კვირაში სეზონური გრიპით დაავადებულთა რაოდენობა შემცირებულია, თუმცა მწვავე რესპირატორული სინდრომით ჰოსპიტალიზაციის საერთო წილი გაზრდილია 28%-დან 32,6 %-მდე. მისი განცხადებით, მაღალი რისკის დაახლობით 100 ათასი ადამიანია აცრილი და რაც ყველაზე მთავარია ამ სეზონზე ორსულთა აცრის მაჩვენებელი გაორმაგებულია.

„ჩვენ კიდევ გვაქვს ვაქცინების რაოდენობა სტრატეგიულ მარაგში და მოსახლეობას და ორსულ ქალებს მოვუწოდებ, რომ აიცრან, რადგან გრიპის სეზონი ჩვენთან გრძელდება მარტის ბოლო, აპრილის შუა რიცხვებამდე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ასევე საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აქვს რესპირატორულ ვირუსებს და ამის გამო ის მოსახლეობას მოუწოდებს ჰიგიენის ნორმები დაიცვან, ხოლო მშობლებს ურჩევს, რომ ტემპერატურის ქონის შემთხვევაში ბავშვები სკოლაში არ გაუშვან. კორონავირუსიც რესპირატორულ ვირუსებს შორის შედის. მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორიას ხვალიდან კორონავირუსის შტამის გამოსავლენი ტესტი ექნება. რაც შეეხება საქართველოს, ის დაბალი რისკის მქონე ქვეყნების ჯგუფში იმყოფება. ჯერჯერობით სამი ადამიანი ისევ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია. მათგან ორის სინჯები გადაგზავნილია ევროპის ერთ-ერთ რეფერალურ ლაბორატორიაში და პასუხები სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი.

გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში პაატა იმნაძე მოსახლეობას აძლევს რჩევას, რომ ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ჩინეთში და აქვს ხველა და მაღალი ტემპერატურა, მიმართოს ინფექციურ საავადმყოფოს. მისი თქმით, ვირუსების სეზონი გრძელდება და მთავარი რჩევა მოსახლეობისთვის არის ის, რომ მათ რაც შეიძლება ხშირად დაიბანონ ხელები და დაიცვან ჰიგიენური ნორმები.

ყოველდღიური გმირობები ხდება ჩინეთში: პაატა იმნაძე

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დღევანდელი მონაცემებით 17205 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 361 გარდაცვალების შემთხვევა. ასევე გამოჯანმრთელდა და გაეწერა 475 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g