LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მოქალაქის დახმარება უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის მიზნით, დასჯადი ხდება

150
1502350591002633

უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის მიზნით, საქართველოს მოქალაქის დახმარება დასჯადი ხდება. ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობაა და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები პარლამენტში, უკვე წარდგენილია.

კანონპროექტის მიხედვით, მსგავსი ქმედებისთვის სასჯელი 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დამამძიმებელ გარემოებებს წარმოადგენს ამ დანაშაულის ჩადენა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, ამ შემთხვევაში დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობით დაისჯება.

“გვინდა, მკაცრი სისხლის სამართლის დანაშაულის რანგში ავიდეს, რადგან რეალურად არ შეუქმნას პრობლემები კონკრეტულად იმ ადამიანებს, რომლებიც პრინციპში მოტყუებულები რჩებიან. და მეორეს მხრივ, იმ მნიშვნელოვან მონაპოვარს, რომელიც არის ვიზალიბერალიზაცია, რომელიც თავისუფალი გადაადგილების საშუალებას აძლევს ადამიანს, ამიტომ ეს არ ნიშნავს,რომ უკანონო მიგრაცია უნდა იყოს წახალისებული, ამიტომ ეს კანონი დაგვეხმარება,რომ დავარეგულიროთ და მინიმუმამდეშევამციროთ,” – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ცქიტიშვილმა.

პოპულალურები