LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მთავრობამ დაიწყო ჰუმანიტარული დახმარება უკრაინის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ: სოზარ სუბარი

56
სოზარ სუბარი

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ დაიწყო ჰუმანიტარული დახმარება უკრაინის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ. მისი თქმით, „მთელი მსოფლიო ამ წუთებში რასაც აკეთებს, ეს არის პირველი – მხარდაჭერა და გამხნევება უკრაინელი ხალხის და მეორე – სანქციები“.

„განცხადებების მხრივ, სწორედაც რომ საქართველო იყო პირველი, რომელმაც გააკეთა განცხადებები, პრეზიდენტმაც, პრემიერმაც, პარლამენტის თავმჯდომარემაც.

აღარ ვისაუბრებ რეზოლუციაზე, რომელიც პარლამენტმა მიიღო და მეორე იყო მსოფლიოში საქართველოს საკანონმდებლო ორგანო, რომელმაც მიიღო ასეთი რეზოლუცია“, – განაცხადა სუბარმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ყველა სიახლეს გაეცნობით აქ.