LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:3 დამარცხდა

295
ფორტუნა (25)

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფინალური შეხვედრა გამართა.

„ჯვაროსნები“ ვალიადოლიდში ესპანეთს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით  1:3 დამარცხდნენ.

ანგარიში მე-4 წუთზე მასპინძლებმა ლე ნორმანდის გოლით გახსნეს. თუმცა ხვიჩა კვარაცხელიამ გიორგი ჩაკვეტაძის პასით გათანაბრება უკვე მე-10 წუთზე შეძლო.

შეხვედრის მეორე ნახევარში, ესპანელებმა კვლავ მოახერხეს წინ გასვლა ერნან ტორესის გოლით, შემდეგ კი ლუკა კვირკველიამ ავტოგოლი გაიტანა.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ეს წლის ბოლო შეხვედრა იყო. ჩვენმა გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპი A ჯგუფში 8 ქულით მეოთხე ადგილზე დაასრულა. ჯგუფიდან კი ესპანეთი და შოტლანდია გავიდნენ. საქართველოს ნაკრებს ევროპის პირველობაზე გასვლის შანსი ერთა ლიგის მეშვეობით დარჩა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები