საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უახლოესი ორი ოფიციალური მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ვლადიმირ ვაისი საბოლოო არჩევანს 33 მოთამაშეს შორის გააკეთებს. ამ დროისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული ლიგის შვიდი ფეხბურთელია. საბოლოოდ რა შემადგენლობით მოემზადება შეხვედრებისთვის ეროვნული ნაკრები, ეს მომავალ კვირას გახდება ცნობილი.
საქართველოს ნაკრები მატჩებისთვის მოსამზადებელ ეტაპს თბილისში 28 აგვისტოდან გეგმავს. მსოფლიოს 2018 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა საქართველოსა და ირლანდიას შორის 2 სექტემბერს „დინამო არენაზე“ გაიმართება. 5 სექტემბერს ჩვენი გუნდი, ვენაში, ავსტრიას დაუპირისპირდება. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ირლანდიასთან მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), ნუკრი რევიშვილი (დინამო, თბილისი), როინ კვასხვაძე (ტორპედო,ქუთაისი)
მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყახაზეთი), ლევან გეგეჭკორი (დინამო, თბილისი),სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი,რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (სკა-ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია)
ნახევარმცელები: ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ბაქარ ქარდავა (დინამო, თბილისი), თეიმურაზ შონია (დინამო, ბათუმი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო, თბილისი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკს, აშშ), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია)
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ვლადიმერ დვალიშვილი (ატირაუ,ყაზახეთი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი)