LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა კამერუნის ნაკრები ჩაიბარა

116

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ფრანგი სპეციალისტი ალენ ჟირესი კამერუნის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა.

63 წლის ფრანგი აქამდე მალის ნაკრებს ედგა სათავეში.

საერთოდ კი, ჟირესი 2006 წლიდან წვრთნის აფრიკულ ნაკრებ გუნდებს.

ჟირესმა პოსტზე ალექსანდრ ბელინგი შეცვალა, რომელიც მოვალეობის შემსრულებელი იყო ჩვენთვის კიდევ ერთი კარგად ნაცნობი სპეციალისტის ფოლკერ ფინკეს გაგდების შემდეგ.

შეგახსენებთ, ალენ ჟირესი 2004-2005 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g