LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთი 5:2 დაამარცხა

129
1654462343-1-unl-bul-geo-7-1654457913-1024x569

ქართველებმა ბულგარეთის ნაკრები დიდი სხვაობით, 5:2 დაამარცხეს. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე მატჩი ბულგარეთში გამართა. შეხვედრა რაზგრადში, „ლუდოგორეცის“ სტადიონზე გაიმართა.

ზურიკო დავითაშვილმა საქართველოს ნაკრები მე-4 წუთზე დააწინაურა.

პირველ ტაიმში გაცილებით მწვავედ საქართველოს ნაკრები უტევდა. 31 წუთზე მარცხენა ფლანგიდან გოლი ირაკლი აზაროვმა შექმნა – ბურთი კარში მცველისგან ასხლეტით შევარდა და ავტოგოლი ჰრისტოვს ჩაეთვალა.

2:0 – პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა მოიგო.

ბულგარელმა ილიევმა თავური დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა, თუმცა ორ წუთში ზივზივაძემ წონასწორობა აღადგინა – 3:1.

58 წუთზე – ხვიჩა კვარაცხელიამ თავად გამოიმუშავა პენალტი და გოლი გაიტანა.

ვაკო ყაზაიშვილი თამაშში კვარაცხელიას ნაცვლად 67-ე წუთზე ჩაერთო და გოლიც გაიტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები