რუსეთის პრემიერმინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ნატო-ში საქართველოს შესვლას შეიძლება კატასტროფული შედეგები მოჰყვეს.
„საქართველოს ნატო-ში შესვლამ შესაძლოა, საშინელი კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოს. გაუგებარია, ვის რაში სჭირდება ეს?“ – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.
მედვედევმა, ასევე, აღნიშნა, რომ 2008 წელს საქართველოსა და „სამხრეთ ოსეთს“ შორის მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.
აღსანიშნავია, რომ 12 ივლისს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დაადასტურა ალიანსის მზაობა, თავის რიგებში საქართველო მიიღოს, თუმცა კონკრეტული თარიღი დასახელებული არ იყო.