აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ალი ასადოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია.
დახვედრის ოფიციალური ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი პირისპირ შეხვედრას გამართავენ, რის შემდეგაც, საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით, საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება.