LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2024 წლის ანგარიში დაამტკიცა

106
ნათია თურნავა

საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს „საქართველოს ეროვნული ბანკის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე“, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ  წარადგინა.

ეროვნული ბანკის ანგარიში მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას.

ნათია თურნავამ მოხსენებაში ის პრიორიტეტული მიმართულებები მიმოიხილა, რომლითაც საანგარიშო პერიოდში ქვეყნის ცენტრალური ბანკი ხელმძღვანელობდა.

მოხსენების შემდეგ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

magti 5g