LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველოს პრემიერმა გადმომცა ნიკოლ ფაშინიანის თხოვნა, რომ მას ჩემთან შეხვედრა სურს” – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

194
irakli-gharibashvili-w-h

“საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გადმომცა ნიკოლ ფაშინიანის თხოვნა, რომ მას ჩემთან შეხვედრა სურს” – ეს განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა გაეროს 76-ე გენერალურ ასამბლეაზე გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან გააკეთა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ის სომხეთთან მოლაპარაკებების წინააღმდეგი არ არის, თუმცა ამისთვის ფაშინიანისგან ჯერ კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება. კერძოდ, ერდოღანი ამბობს, რომ “ყარაბაღის უსაფრთხოების დერეფნის გახსნა-არ გახსნა პოლიტიკური საკითხია”.

“თუ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გსურს საუბარი, გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგა. ჩვენ არ ვართ მოლაპარაკებების წინააღმდეგნი. ამისათვის საჭიროა მათი მხრიდან დავინახოთ პოზიტიური მიდგომა, რომლის საფუძველზეც გადადგამენ შესაბამის ნაბიჯებს. თუ ფაშინიანის დიალოგთან დაკავშირებული თხოვნა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის საშუალებით მომაწოდა, ნამდვილად გულწრფელია, მაშინ მეც მზად ვარ, იგივე განწყობით ვუპასუხო და აქ უკვე ჩაერთვება დიპლომატია. ვიმედოვნებ, ადგილი ექნება პოზიტიურ და არა უარყოფით მიდგომებს,” – განაცხადა ერდოღანმა.

ცნობისთვის, ხვალ გაერო-ს 76-ე სესიის გენერალური დებატები ოფიციალურად გაიხსნება. სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერმინისტრიც.

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლაში ძირითად აქცენტებს გააკეთებს რეგიონალური უსაფრთხოების თემატიკაზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები