USAID/Zrda პროექტის ინიციატივით დაიწყო სოციალური მედია კამპანია #დაეხმარეადგილობრივს, რომელიც პანდემიით გამოწვეული რთული ეკონომიკური ვითარების პედიოდში საქართველოს რეგიონებში არსებული მცირე ბიზნესების დახმარებას ემსახურება.
კამპანიის ფარგლებში შეძლებთ გაიცნოთ და მხარი დაუჭიროთ მეწარმეებს, ფერმერებს, რეწვის ოსტატებს, ტურ-ოპერატორებს, და სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესში ჩართულ ადამიანებს, რომლებიც გვთავაზობენ თავიანთ დამზადებულ პროდუქციას და სხვადასხვა ინოვაციურ სერვისებს.
#დაეხმარეადგილობრივს კამპანიის მეშვეობით USAID/Zrda მოუწოდებს ფართო საზოგადოებას შეიძინონ მცირე მეწარმეების პროდუქტები, რათა დავეხმაროთ მათ შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები, მიღებული შემოსავლები კი მოახმარონ თავიანთ ოჯახებს, რეგიონსა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.
USAID/Zrda აქტიურად აგრძელებს მცირე და საშუალო მეწარმეებთან თანამშრომლობას და ხელს უწყობს მათი ბიზნესის მდგრად განვითარებას სხვადასხვა სახის ტრენინგების, საგრანტო თუ სხვა სპეციალიზირებული პროგრამების მეშვეობით.
www.facebook.com/hashtag/დაეხმარეადგილობრივს
www.facebook.com/hashtag/supportlocal