LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რეგიონებში საერთაშორისო სტანდარტების საბავშვო ბაღები აშენდება

293
118040477-4475599849147222-8920808972280944570-o

თეთრიწყაროს და ახალციხის მუნიციპალიტეტებში ახალი საბავშვო ბაღები აშენდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფ. ფარცხისში 75 ბავშვზე გათვლილი და სოფ. წინწყაროში 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობაზე. ასევე, ტენდერია გამოცხადებული ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფ. აგარაში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე.

სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება. საბავშვო ბაღებში მოეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები და საპირფარეშოები. გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყობა ეზოებიც.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2019 წელს ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 56 საბავშვო ბაღის პროექტირება – მშენებლობა დაიწყო.

ფონდი ბაღების მშენებლობას საქართველოს მთავრობის და დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g