საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის მეორე კვარტლის გამყვანი ტურიზმის სტატისტიკას აქვეყნებს.
ანგარიშის თანახმად, საქართველოს ტერიტორიიდან საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების თითქმის 700 ათასი გასვლა დაფიქსირდა.
გასვლების უდიდესი ნაწილი (46.6%) 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.
ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (34%) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით და უმეტესად თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში.
განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები თითქმის 595 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 15.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.