LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს რკინიგზა“ განათების თანამედროვე სისტემაზე გადადის

109

„საქართველოს რკინიგზა“ განათების თანამედროვე სისტემაზე გადადის. რკინიგზის ინფორმაციით, ხელშეკრულება საქართველოს რკინიგზასა და კომპანია ,,გრატოს“ შორის დღეს ოფიციალურად გაფორმდა.

დოკუმენტის თანახმად, კომპანია ვალდებულებას იღებს, რომ 10 თვის განმავლობაში რკინიგზის სადგურებში, ბაზებზე, გვირაბებსა და ხიდებზე ამერიკული კომპანია Cree-ს მიერ წარმოებულ ენერგოეფექტურ სანათებს დაამონტაჟებს.

ახალი პროექტის ფარგლებში, „საქართველოს რკინიგზა“ დაზოგავს ელექტროენერგიას, მიიღებს თანამედროვე ტიპის განათებასა და ეკოლოგიურად სუფთა სანათებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g