LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რკინიგზამ კომპანია „იუჯითისთან“ ერთად კონტეინერული დატა ცენტრის მოწყობის პროექტი განახორციელა

406
საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზამ კომპანია „იუჯითისთან“ ერთად კონტეინერული დატა ცენტრის მოწყობის პროექტი წარმატებით განახორციელა.

აღნიშნული დატა ცენტრი უპრეცედენტოა და მას საქართველოში ანალოგი არ აქვს. ცენტრის უპირატესობა პორტატულობაში მდგომარეობს, ანუ, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი სხვა ლოკაციაზე გადატანა, რაც პროექტის დაგეგმარებისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენდა. საქართველოს რკინიგზისა და „იუჯითის“ ინჟინრების ჩართულობით, ლოკაციაზე, კერძოდ, რკინიგზის ოფისში შესაბამისი პლატფორმა წინასწარ მომზადდა.

დატა ცენტრის ტექნოლოგიურ გარემოში წარმატებით და შეუფერხებლად განხორციელდა საქართველოს რკინიგზის IT ინფრასტრუქტურაში არსებული მონაცემების მიგრაცია.

დატა ცენტრის მონაცემებისთვის და აპარატურისთვის უსაფრთხოება, ტემპერატურული რეჟიმი და ტენიანობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისადაა დაცული. შედეგად, საქართველოს რკინიგზას IT სერვისები შეუფერხებლად მიეწოდება, მონაცემები კი უსაფრთხო და დაცულ გარემოშია განთავსებული.

Schneider Electric-ის კონტეინერული დატა ცენტრის საინჟინრო ინფრასტრუქტურის დიზაინი შესრულებულია Uptime Institute-ის საიმედოობის Tier III დონის მოთხოვნების მიხედვით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g