LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რკინიგზამ პროფესიული დღე აღნიშნა

109
საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზამ პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ასზე მეტი თანამშრომელი გამოავლინა.

საპატიო და ვეტერანი რკინიგზელები, საიმედო მემანქანეები, მოძრაობის უსაფრთხოების საუკეთესო დამცველები – ეს ნომინაციების არასრული ჩამონათვალია. გამარჯვებულებს სხვადასხვა სახის ჯილდო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ და ფილიალების დირექტორებმა გადასცეს. ჯამში 109 თანამშრომელი დაჯილდოვდა.

„საქართველოს რკინიგზა რამდენიმე გამოწვევის წინაშე დგას. ჩვენი მთავარი მიზანი დღეს სალოკომოტივო პარკის გაჯანსაღებაა. ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს. ვასრულებთ მოდერნიზაციის პროექტს და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზს. სალოკომოტივო პარკის განახლება ხელს შეუწყობს სატვირთო გადაზიდვების გაზრდას, რაც, თავის მხრივ, მეტ შემოსავალს მოუტანს კომპანიას. ასე რომ, წინ ბევრი გეგმა გვაქვს, მომავალი წელი კიდევ უფრო ნაყოფიერი უნდა იყოს საქართველოს რკინიგზისთვის“, – განაცხადა ლაშა აბაშიძემ რკინიგზელთა დღეზე.

შეგახსენებთ, 10 ოქტომბერი რკინიგზელთა დღედ ოფიციალურად 2022 წელს გამოცხადდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g