LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რკინიგზის განცხადება – ამჟამად ყველა მატარებლის მოძრაობის გრაფიკი აღდგენილია

442
საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის ცნობით, იმერეთი-გურიის მონაკვეთზე სამგზავრო მატარებლები ამ დროისთვის შეუფერხებლად მოძრაობენ. მკაცრი მეტეოროლოგიური პირობების გამო, სამგზავრო მატარებლების მოძრაობის გრაფიკში დაფიქსირებული იყო დროებითი შეფერხება, თუმცა საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ამჟამად ყველა მატარებლის მოძრაობის გრაფიკი აღდგენილია.  

სინოპტიკოსების პროგნოზის თანახმად, რთული მეტეოროლოგიური პირობები გრძელდება. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს რკინიგზის ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g