LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რკინიგზის განცხადება – ქუთაისი-ბათუმის მატარებელს ცეცხლი არ გასჩენია

147
საქართველოს რკინიგზა

20 მაისს ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ლანჩხუთის სადგურში გაჩერდა. მიზეზი ტექნიკური პრობლემა იყო, კერძოდ, საკონტაქტო ქსელის მცირე დაზიანება.

პრობლემა ოპერატიულად იქნა აღმოფხვრილი და ქუთაისი-ბათუმის მატარებლის მოძრაობა აღდგენილია, ამასთან, შეუფერხებლად მოძრაობენ სხვა მატარებლებიც.

როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g