საქართველოს რომ ჰყავდეს ეფექტური და გონიერი ხელისუფლება, დღეს ლავროვი სოხუმში არ იქნებოდა, ასე გამეხმაურა ,,დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სოხუმში ჩასვლას.
ბურჯანაძე ხელისუფლებას უუნარობასა და სახელმწიფო ინტერესების ხელყოფაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობაა, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარებას საქართველო ყოველდღე შორდება.
მისივე თქმით, ქვეყანა ყოველდღე კარგავს შანსს ქვეყნის ტერიტორიული პრობლემების მოგვარებისას.