LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

167
ისრაელი-საქართვლეო-750x450

საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს, სადაც წერია, რომ 2021 წლის 24 მაისიდან-2021 წლის 7 ივნისამდე, მხოლოდ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში, პირადობის ელექტრონული მოწმობის ან/და ბიომეტრიული პასპორტის მოთხოვნისას, მოქალაქეები ერთჯერადად გათავისუფლდნენ პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის საფასურისგან სრულად, ხოლო ბიომეტრიული პასპორტის გაცემის საფასურისგან 50 პროცენტიით.

„პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებს საქართველოს მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ, ერთ-ერთ პირობას:

  • არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
  • ფლობს პირადობის არაელექტრონულ მოწმობას (თუნდაც მოქმედს);
  • მის სახელზე გაცემული პირადობის ელექტრონულ მოწმობა გაუქმებულია ან მოქმედების ვადა 2021 წლის 7 ივნისამდე გასდის.
  • ბიომეტრიულ პასპორტს, ნახევარ ფასად (65 დოლარად) მიიღებს საქართველოს მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ, ერთ-ერთ პირობას:
  • არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი;
  • ფლობს არაბიომეტრიულ პასპორტს (თუნდაც მოქმედს);
  • მის სახელზე გაცემული ბიომეტრიული პასპორტი გაუქმებულია ან მოქმედების ვადა 2021 წლის 7 ივნისამდე გასდის.

პირებს, რომლებსაც ეკუთვნის აქციით სარგებლობა, პროგრამა ავტომატურად განუსაზღვრავს შესაბამის შეღავათს. ამასთან, (ბიომეტრიულ პასპორტზე) თუ პირს ეკუთვნის აქციით დადგენილზე მეტი შეღავათი (მაგალითად – უფასოდ), ასეთ შემთხვევაში, პროგრამის მიერ განსაზღვრული შეღავათი უნდა შეცვალოთ შესაბამისი შეღავათით“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g