LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საელჩო საფრანგეთში განცხადებას ავრცელებს

151

საქართველოს საელჩო საფრანგეთში განცხადებას ავრცელებს :

“პარიზში მყოფი საქართველოს მოქალაქეების, ტურისტების საყურადღებოდ!

13 ნოემბერს პარიზში განხორციელებული ტერორისტული აქტების გამო, საფრანგეთში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, ამუშავებულია ყველაზე მაღალი უსაფრთხოების გეგმა; რაც ნიშნავს, რომ აკრძალულია გარეთ გასვლა და გაძლიერებულია დაცვა.

შესაბამისად მოგიწოდებთ დარჩეთ სახლებში, სასტუმროებში.

გთხოვთ, ნუ აყვებით პანიკას.

ამუშავებულია საელჩოს ცხელი ხაზი: + 33(0) 783318689,”- ნათქვამია განცხადებაში.

პარიზში აფეთქებებისა და შეიარაღებული თაბდასხმების სერიას სულ მცირე 120 ადამიანი ესმხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g