LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა

106
აეროპორტი

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ანგარიშის თანახმად, 2025 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა – მაჩვენებელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13%-ით გაიზარდა და 2 182 811 მგზავრი შეადგინა.

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა, 2025 წლის ოთხ თვეში, 1 442 525 მგზავრი და 7283 რეისი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის 13%-იან ზრდასა და რეისების 17%-იან ზრდას წარმოადგენს.

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 506 564 მგზავრსა და 1533 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 2.3%-იანი ზრდა ფიქსირდება, ხოლო რეისების რაოდენობა უცვლელია. 

ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 233 722 მგზავრსა და 1092 რეისს მოემსახურა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 43.7%-ით, რეისები კი 36.7%-ითაა გაზრდილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g