2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთი დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ 30-ე წუთზე გახსნა. სხვაობა ორ ქულამდე გაზარდა სადებიუტო გოლით, პირველი ტაიმის მიწურულს – 44-ე წუთზე ნიკა გაგნიძემ. ხოლო მატჩის მესამე გოლი ბულგარელებს 65-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გაუტანა. ამრიგად ანგარიში საქართველოს სასარგებლოდ 3:0 დასრულდა.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა “დინამო არენაზე“ მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში საქართველო თურქეთთან დამარცხდა.
ჯამში 6-ტურიან საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები E ჯგუფში თურქეთის, ესპანეთის და ბულგარეთის წინააღმდეგ თამაშობს. ჯგუფში პირველადგილოსანი გუნდი კანადაში, მექსიკასა და აშშ-ში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს. მეორეადგილოსანი კი მუნდიალისთვის ბრძოლას პლეი ოფის ეტაპზე გააგრძელებს.