პირველად 172-წლიან ისტორიაში, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის აღიარებული დასი 2024 წლის აგვისტოში ეწვევა ლონდონს „გედების ტბის” კლასიკური დადგმით, რომელსაც მაესტრო პაპუნა ღვაბერიძე უდირიჟორებს, ინგლისის ნაციონალური ოპერის ორკესტრის თანხლებით.
28 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით დასი 15-ჯერ წარდგება ლონდონის კოლიზეუმში.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/07/2024-07-16_12-25-11_400223-1024x1024.jpg)
ბილეთები იყიდება ბმულზე: https://londoncoliseum.org/whats-on/swan-lake-state-ballet-of-georgia/
დიდი ბრიტანეთის პრესა უკვე აქტიურად წერს ამ მოვლენის შესახებ და ლონდონის ქუჩებშიც გვხვდება „გედების ტბის” ქართული დადგმის აფიშები.
ქართული საბალეტო დასი დიდ ბრიტანეთში პირველად 2008 წელს იყო, როდესაც ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალზე წარდგა შოტლანდიაში.