LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ გერმანიის მთავრობამ დააფინანსა

149

”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ გერმანიის მთავრობისგან 1 400 000 ევროს ოდენობის გრანტი მიიღო.

სსე-ის ინფორმაციით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში, სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა ჰანს რიკმა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის სექტორის კოორდინატორმა კლაუს ვეგელმა ხელი მოაწერეს საფინანსო ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც, გერმანიის მთავრობა, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) საშუალებით, გამოყოფს 1 200 000 ევროს ოდენობის გრანტს.

მათი ცნობით, ხელშეკრულება ითვალისწინებს ”500/400 კვ ეგხ „წყალტუბო-ახალციხე-ტორტუმის“, გურიის გადამცემი ინფრასტრუქტურის გაძლიერებისა და „ჩრდილოეთის რგოლი წყალტუბოს“ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას. გარდა ამისა, ხელი მოეწერა „ჩრდილოეთ-სამხრეთის ენერგეტიკული კორიდორის პროექტის“ ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას საკონსულტაციო მომსახურების დასაფინანსებლად, გრანტის ოდენობა კი შეადგენს 200 000 ევროს.

„ამ პროექტების განხორციელებით შეიკვრება ძლიერი ენერგეტიკული კვანძი, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემის სტაბილურობას და მდგრადობას. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას, ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები