LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს სასტუმროებში Discount Week დაიწყო

61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, 23 ოქტომბრიდან – 30 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ფასდაკლებების კვირეული – Discount Week ტარდება.

კამპანია Discount Week ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით უკვე მეორე წელია იმართება.

პროექტის მიზანია სეზონის გახანგრძლივება და შიდა ტურიზმის სტიმულირება. Discount Week-ში მონაწილეობს 29 სასტუმრო 6 სხვადასხვა რეგიონიდან, ესენია; აჭარა, სამეგრელო, სვანეთი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი. სასტუმროები 30%-დან 52%-მდე ფასდაკლებას სთავაზობენ მომხმარებელს.

სასტუმროების ჩამონათვალი, ფასდაკლება და პრომო კოდი იხილეთ ვებ-გვერდზე : http://georgia.travel/discount/weeks

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები