LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საზღვარი ერთი გოჯითაც არ შეცვლილა – ივერი მელაშვილი

115
143335739-2867562633528725-4808524444421484512-o-e1611845907134-890x395-c

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულმა ივერი მელაშვილმა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ “ბრალდება არის აბსურდული და უსაზიზღრესი”.

ის ამბობს, რომ ეს არის აბსოლუტურად პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და მისი თქმით, საქართველოს საზღვარი ერთი გოჯითაც არ შეცვლილა.

“უსაზიზღრესი ბრალდებაა, შესაბამისად, ნამდვილად პოლიტიკური ნიშნით არის ეს ყველაფერი. რაც კაბინეტში ჩაწერეს, ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა და სამუშაო განხილვა. ასევე ის, რაც მერე გაახმაურეს კადრები, ვითომ რაღაც ისმის და ვის შესახებაც ვსაუბრობ. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, საკითხი ეხება სამუშაო შეხვედრას ანუ კომისიის თავმჯომარეს მისი ერთ-ერთი თანამშრომელი ხვდება. ამ თემაზე მსჯელობა არ შეიძლება იყოს გასაჯაროებული. “ნასტრაენიეს” რომ ვამბობ ანუ განწყობა იყო ერთი მხარე, რომ თანხმდება მეორესთან რაღაცაზე – ამაზე ვამბომ “ნასტრაენიას”. საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა არ იცის, არ აქვს თვალით ნანახი ის ტერიტორია, მათ შორის, მანჯგალაძესაც. ეს არის აბსოლუტურად პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, ბრალდება როგორც ასეთი არის აბსურდული, არ ემყარება არაფერს. არავითარი საფუძველი არ აქვს ან ნატალიას ან ჩემი ან ვინმე ექსპერტის ბრალეულობა რომ არსებობდეს ფართობის გადაცემის, ან წინა ხელისუფლების მხრიდან ან იმის წინანდელი ხელისუფლების მხრიდან. ეს არის აბსურდული, რომ ვიღაც ცდილობდა ფართების გადაცემას ან რაღაც. ეს არის არარსებული ბრალდება. საქართველოს საზღვარი არ შეცვლილა ერთი გოჯითაც“, – განაცხადა მელაშვილმა.

კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც აღკვეთის ღონისძიების შეცვლას — პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდებას გულისხმობდა. სასამართლომ თითოეულ ბრალდებულს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები