LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საზღვრიდან 150 კილომეტრში, სომხეთში 5.1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა

134
publika.ge--

საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 150 კმ-ში, ვანაშენთან 5.1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა.

„დღეს, თბილისის დროით 15:29 საათზე, სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 150 კმ-ში, ვანაშენთან, მოხდა 5.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g