LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს თეთრი ოქრო“ – Die Presse სვანეთის შესახებ წერს

178
სვანეთი

ავსტრიის მაღალრეიტინგული გამოცემა Die Presse, რომელიც 1848 წლიდან გამოდის, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. ჟურნალისტმა ჯოზეფ ებნერმა მკითხველს საქართველოში მოგზაურობისას მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა.

Die Presse საქართველოს სამთო ტურიზმის უპირატესობის, უნიკალური სამზარეულოსა და კულტურის შესახებ წერს. სტატიის ავტორი ავსტრიელ მკითხველს საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებულ რჩევებსაც აძლევს.

ჯოზეფ ებნერი განსაკუთრებულ ყურადღებას სვანეთს უთმობს, რომელმაც ცოტა ხნის წინ ფრირაიდის მსოფლიო ტურს უმასპინძლა და აღნიშნავს, რომ ეს კუთხე „საქართველოს თეთრი ოქროა და 10 წელიწადში სრულიად ევროპა აქ ისრიალებს“.

ჟურნალისტი მკითხველს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ პროექტს „გიზ-გიზსაც“ აცნობს, რომელიც ზამთრის კურორტების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g