საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთში, ქალაქ შანხაიში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს.
ITB China 2025-ზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაა წარმოდგენილი. გამოფენას საქართველოდან 40-მდე კერძო კომპანიაც ესწრება.

სამი დღის განმავლობაში გამოფენის მონაწილეები შეხვედრებს გამართავენ ჩინურ ტურისტულ კომპანიებთან და პოტენციურ კლიენტებთან.

გამოფენის ფარგლებში საქართველოს სტენდთან ქართული ღვინის დეგუსტაცია გამართა.
ITB CHINA 2025-ს მსოფლიოს 90-მდე ქვეყნიდან 1500-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია ესწრება.