LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ტურისტულად მიმზიდველი ადგილები მილიონობით უცხოელმა მაყურებელმა იხილა

88

Discovery channel-მა ქართული ღვინის შესახებ ვიდეორგოლი მოამზადა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, კლიპში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქართული კულტურის, ღვინის დამზადების ტრადიციის, ქვევრისა და ქართული სტუმართმოყვარეობის შესახებ საუბრობს.

Discovery channel-ის ვიდეორგოლში ტურისტულად მიმზიდველი ადგილებია ნაჩვენები.

„მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეკომპანიის კლიპი საქართველოს შესახებ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მილიონობით მაყურებელმა იხილა. ვიდეორგოლი გერმანიაში, დიდი ბრიტანეთში, შვედეთში, დანიაში, ფინეთში, იტალიაში, ესპანეთში, პოლონეთში, უნგრეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, სერბეთში, სლოვენიაში, ხორვატიაში, ესტონეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გავრცელდა.

ვიდეოკლიპი საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში Cité des Civilisations Du Vin, მიმდინარე გამოფენას ეძღვნება. გამოფენა სახელწოდებით „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“ 31 ივლისს გაიხსნა და ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. საქართველო პირველი მიწვეული ქვეყანაა, რომელმაც ღვინის ცივილიზაციის ცენტრში მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლი გახსნა და ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის საპატიო მასპინძლელი გახდა. ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნიმუშებია წარმოდგენილი, რომლებიც ადასტურებს, რომ საქართველო უდავოდ უძველესი ღვინის ცივილიზაციის ქვეყანაა“, – აცხადებენ ტურიზმის ადმინისტრაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g