LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბური მარკეტინგული კამპანია გერმანიაში

122
გერმანია

გერმანიიდან საქართველოში ტურისტების მოზიდვის მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

გერმანიის ერთ-ერთ უდიდეს მარკეტინგულ და PR სააგენტოსთან KPRN Network GmbH-თან თანამშრომლობით ფრანკფურტში, დიუსელდორფში, ჰამბურგში, მიუნხენსა და  ბერლინში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაციები ტარდება.

ღონისძიებები უკვე გაიმართა ფრანკფურტსა და დიუსელდორფში, რომლებსაც გერმანიის უმსხვილესი ტურისტული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციის ფარგლებში სტუმრები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს,  საზღვაო, სამთო და გამაჯანსაღებელი კურორტებს, დაცულ ტერიტორიებს, კულტურას,  ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს გაეცნენ. ღონისძიებებზე ნაჩვენები იყო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადებული ვიდეორგოლი „სტუმარი“.

ტუროპერატორები განსაკუთრებით დაინტერესდნენ საქართველოს ეკოტურისტული პოტენციალითა და კურორტებით.

გერმანიის 5 ქალაქში მიმდინარე პრეზენტაციებზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად კურორტების განვითარების სააგენტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს და გერმანიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებიც ეწსრებიან.  ფრანკფურტში გამართულ პრეზენტაციაზე საქართველოს საკონსულოც იყო წარმოდგენილი.

მომდევნო პრეზენტაციები ჰამბურგში, მიუნხენსა და ბერლინში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g