22-23 თებერვალს საქართველოს უმეტეს რაიონებში მცირე ნალექია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის ინფორმაციით, ხვალ მცირე ნალექი იქნება თბილისშიც, დედაქალაქში 23 თებერვალს გამოიდარებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის განცხადებით, 22-23 თებერვალს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 10-15 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთში – 7-12 გრადუსი.