LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი თურქეთი, საექსპორტო კი აზერბაიჯანია

130
imp

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 19 612.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.7%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 5 584.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 11.1%-ით), ხოლო იმპორტი 14 028.5 მლნ აშშ დოლარს (გაიზარდა 16.1%-ით).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში, 8 444.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.1%-ია.

2023 წლის იანვარ-ნოემბერში უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (787.8 მლნ აშშ დოლარი), სომხეთი (710.7 მლნ აშშ დოლარი) და ყაზახეთი (649.2 მლნ აშშ დოლარი). საიმპორტო პარტნიორი ქვეყნების სამეულში კი მოხვდნენ: თურქეთი (2 326.2 მლნ აშშ დოლარი), აშშ (1 769.7 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (1 589.1 მლნ აშშ დოლარი).

2023 წლის იანვარ-ნოემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა (1 946.9 მლნ აშშ დოლარი), მეორე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები (472.2 მლნ აშშ დოლარით), მესამე ადგილზე კი – ყურძნის ნატურალური ღვინოები (240.3 მლნ აშშ დოლარი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წლის იანვარ-ნოემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების (2 881.0 მლნ აშშ დოლარი), ნავთობისა და ნავთობპროდუქტების (1 053.0 მლნ აშშ დოლარი) და დაფასოებული სამკურნალო საშუალებების (489.6 მლნ აშშ დოლარი) სახით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g