LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება უკრაინელებისათვის საინფორმაციო ცენტრების მოწყობას იწყებს

45
fortuna.ge (33)

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის მხარდაჭერით, იწყებს საინფორმაციო ცენტრების მოწყობას საქართველოში შემომსვლელი უკრაინელებისთვის, სადაც მოხდება მათი ინფორმირება სახელმწიფოში არსებული მათთვის ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ, ასევე ფსიქოსოციალური დახმარების გაწევა და საჭიროების შემთხვევაში, პირველი მოხმარების ჰიგიენური ნივთების გადაცემა.

გარდა ამისა საინფორმაციო კუთხეების არსებობა ხელს შეუწყობს უკრაინიდან შემომსვლელთა საჭიროებების შესახებ ინფორმაციის თავმოყრას, რომლის ანალიზის საფუძველზეც განისაზღვრება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შემდგომი საქმიანობები მოთხოვნების რეაგირების მიზნით.

პროექტი ასევე ითვალისწინებს უკრაინელი ბავშვებისათვის მათ საჭიროებებზე მორგებული სივრცეების მოწყობას და მათზე ზრუნვას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g