LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ მცხეთის სამედიცინო ცენტრთან ერთად მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გახსნა

186
წითელი ჯვარი

საქართველოს  წითელი ჯვრის საზოგადოებამ მცხეთის სამედიცინო ცენტრთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და მცხეთა-მთიანეთის გუბერნიის მხარდაჭერით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონულ სპორტულ კომპლექსში (სამხედროს ქუჩა N9) მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გახსნა.

ვაქცინაციის ყველა მსურველს, „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა, ადგილზე წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეეძლება. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აქტიურად ერთვება მასობრივი ვაქცინაციის წარმატებით, ეფექტურად და უსაფრთხოდ განხორციელებაში.

„შეგახსენებთ, რომ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების  მოსახლეობის დასახმარებლად და მხარდასაჭერად პირველივე დღეებიდან ჩართულია.

ასევე, ქვეყანაში მასობრივი იმუნიზაციის დაწყებიდან დღემდე სხვადასხვა მიმართულებით ერთვება ვაქცინაციის პროცესში, მათ შორის,  ქვეყნის მასშტაბით, საინფორმაციო მასალების გავრცელებასა და  კლინიკებში ვაქცინაციის მსურველთა რიგების მართვაში,“ – აცხადებენ ორგანიზაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g