LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ყველაზე მტვრიან ხუთ ქალაქს შორის თბილისიც არის

150

გასულ წელს თბილისში მტვრის, ნახშიროჟანგის და აზოტის დიოქსიდის რაოდენობა ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციაზე მაღალი იყო, ამის შესახებ გარემოსა დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა პარლამენტში კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ხუთ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზესტაფონსა და რუსთავში მტვრის რაოდენობა ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციაზე მაღალია.

ყველაზე მეტი მტვერი კი, ანგარიშის მიხედვით, ქუთაისშია – დასაშვებ ნორმაზე ხუთჯერ მეტი.

მეორე ადგილზეა რუსთავი, სადაც მტვრის შემადგენლობა დასაშვებ ნორმას ოთხჯერ აღემატება.

შედარებით ნაკლებია მტვერი თბილისში, კიდევ უფრო ნაკლები კი ბათუმსა და ზესტაფონში.

რაც შეეხება აზოტის დიოქსიდის მაჩვენებელს, ხუთივე ქალაქში  ზღვრულ ნორმაზე მაღალია, თუმცა, ზესტაფონში ეს მონაცემი, სხვა ქალაქებთან შედარებით, მცირედით აღემატება ნორმას.

აზოტის დიოქსიდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბათუმში დაფიქსირდა და დასაშვებ ნორმას თითქმის ოთხჯერ აღემატება. შედარებით ნაკლებია აზოტის დიოქსიდი რუსთავში, თუმცა, ამ შემთხვევაში ეს მაჩვენებელი დასაშვებ ნორმას თითქმის სამჯერ აღემატება, თბილისში კი, მაჩვენებელი ნორმაზე დაახლოებით ორჯერ მეტია. აზოტის დიოქსიდის მაჩვენებელი კიდევ უფრო ნაკლები ქუთაისშია. ნახშიროჟანგი ამ ხუთი ქალაქიდან მხოლოდ თბილისში აღემატება დასაშვებ ნორმას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g