LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსა და აზერბაიჯანის სარკინიგზო უწყებების ხელმძღვანელებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა

111
შეხვედრა

აზერბაიჯანის რკინიგზის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის დასასრულს, სარკინიგზო უწყებების ხელმძღვანელებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო სექტორში მრავალწლიან, წარმატებულ პარტნიორობას.

ლაშა აბაშიძემ და როვშან რუსტამოვმა ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო სექტორში არსებული თანამშრომლობის და მისი შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს. ტვირთბრუნვის ზრდა, ტარიფების/მიწოდების ვადების ოპტიმიზაცია და ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზის განვითარების პერსპექტივები – საუბარი ძირითადად ამ საკითხების ირგვლივ წარიმართა. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის პარტნიორი სარკინიგზო კომპანიების მიერ ერთობლივი ღონისძიებების კონკრეტული სამოქმედო გეგმა გაიწერა, რაც ტვირთბრუნვის ზრდას ემსახურება. ამასთან, ის ხელს შეუწყობს პროექტებისა და ღონისძიებების შემჭიდროებულ ვადებში განხორციელებას.

„აზერბაიჯანის რკინიგზის დელეგაციის ვიზიტი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა – კოლეგებს ჩვენი ქვეყნის სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურა და მათი შემდგომი პოტენციალი გავაცანით, მათ შორის „შუა დერეფნის“ განვითარების ჭრილში. ობიექტებზე ვნახეთ არსებული შესაძლებლობები, ამასთან, გავუშვით ორ ნავსადგურს შორის ახალი ბლოკმატარებელი. აზეარბაიჯანთან მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ, მათ შორის ლოგისტიკური სერვისების გაუმჯობესების კუთხით. ერთობლივი გაწერილი სამუშაო გეგმებით კი არსებულ მარშრუტებზე მეტი ტვირთის მოზიდვას შევძლებთ”, – აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g