LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსა და ბულგარეთის რკინიგზებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

54

საქართველო-ბულგარეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე ორი ქვეყნის ეკონომიკის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე იმსჯელეს.

მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს ისეთ სფეროებში როგორიცაა ვაჭრობა და ინვესტიციები, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და სხვა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ბულგარეთთან სავაჭრო ურთიერთობის შედეგად 2015 წლის განმავლობაში ჯამური ბრუნვა 380 მილიონი ლარი იყო.

,,ძალიან მნიშვნელოვანია ის სავაჭრო ურთიერთობები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და ასევე სატრანზიტო პოტენციალი. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოს და ბულგარეთს შორის ურთიერთობები რეალიზებული იყოს და ამის ფარგლებში საქართველოს რკინიგზის შვილობილ კომპანიებს და ბულგარეთის რკინიგზის შვილობილ კომპანიებს შორის შეთანხმების მემორანდუმი გაფორმდეს, რომელიც კორიდორს უფრო მიმზიდველს გახდის”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

ბულგარეთის რკინიგზის შვილობილ კომპანიებს და საქართველოს რკინიგზის შვილობილ კომპანიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვების კუთხით გაფორმდა. ასევე ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსა და ბულგარეთის სტატისტიკის ეროვნულ სამსახურებს შორის სტატისტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

სხდომის ბოლოს ხელი მოეწერა საქართველო-ბულგარეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მეხუთე სხდომის ოქმს.

კომისიას თანათავმჯდომარეობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ხოლო ბულგარეთის მხრიდან ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრი ივაილო მასკოვსკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები