3-დღიან ფესტივალში, რომელიც უკვე მეექვსე წელია თბილისის ისტორიულ „არტოს ბაღში“ ტარდება, ყოველ წელს მონაწილეობენ როგორც დამწყები, ასევე საქართველოსა და მსოფლიოში აღიარებული ქართველი მუსიკოსები. წელს მსმენელის წინაშე 120-მდე მუსიკოსი წარდგება.
ფესტივალის მსვლელობისას გაიმართება მხატვართა ნამუშევრების, ხელნაკეთი აქსესუარების და რარიტეტული ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
ფესტივალის ორგანიზატორია მუსიკოსთა კავშირი ZMG-ART.

ფესტივალი თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს პატრონაჟით ტარდება.
მისამართი: აღმაშენებლის გამზირი 103, არტოს ბაღი

ფესტივალის პროგრამა:
06.06.2025
- დაჩი ცერცვაძის კვარტეტი
- Accidental Jazz Quintet
- ნიკუშა ჯანელიძის კვინტეტი
- დათო კაკულიას კვინტეტი
- ვანიანო, ერიკ ჯანიკიანი, გიორგი სამსონაძე, ჯორჯ მელი. სპეციალური მოწვევით ელენა ბევზ
- თბილისი-ნიუ იორკ ქონეშენს ტრიო და მარიკო ებრალიძე
- ზაზა მარჯანიშვილი, ჯორჯ მელი, დათო ჯაფარიძე, სპეციალური სტუმარი – იპეკ დინკ
- დათო ევგენიძის ბენდი

07.06.2025
- ოთარ მაღრაძე, გიორგი სალაღიშვილი, გიორგი სამსონაძე
- ნიკა გაბაძე, დანიელ ადიკაშვილი, დავით გოგისვანიძე, ლაშა საყვარელიძე, რეზო კიკნაძე – M-Base Music
- სანდრო ბიბიჩ ტრიო
- სოფიო მურუსიძის კვინტეტი
- ლაზარე გალდავას კვინტეტი
- კახი ჯაგაშვილის ბენდი
- Jazz In Bloom
- ნუცი ნებიერიძის კვარტეტი
08.06.2025
- მაია ბარათაშვილი და „შინ“ – ზაზა მიმინოშვილი, ზურა გაგნიძე, ბექა ბუჩუკური
- Groove Elation
- გიორგი კახიანის კვარტეტი
- მარიამ გალოგრეს კვინტეტი
- დინი ვირსალაძის კვარტეტი
- ირიაო
- ეკა დოლიძე და DMS Band
- Jam Session Georgia
