LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 10 მარტიდან ახალი შიდა ავიარეისები შესრულდება

113

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ახალ შიდა ავიამიმართულებებს ამატებს – 10 მარტიდან ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს შესრულდება ავიარეისები ნატახტარი – ქუთაისისა და ქუთაისი – ნატახტარის მიმართულებით.

რაც შეეხება მგზავრობის ღირებულებას, რეისზე ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით ზრდასრულთათვის იქნება 50 ლარი, ბავშვებისთვის – 35 ლარი,  ხოლო ჩვილთათვის მგზავრობა უფასო იქნება.

ყოველ ორშაბათსა და პარასკევს  შესრულდება ფრენები მესტია – ქუთაისი და ქუთაისი – მესტიის მიმართულებით, ერთი მიმართულებით ბილეთის ფასი ზრდასრულთათვის  იქნება 40 ლარი,  ბავშვებისთვის – 28 ლარი, ჩვილებისთვის უფასო.

ამჟამად ნატახტარის აეროდრომიდან მესტიის მიმართულებით ხორციელდება რეისები კვირაში 4 სიხშირით (ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას), ბილეთის ფასი ზრდასრულთათვის 65 ლარია, ხოლო ბავშვებისთვის – 45 ლარი (ჩვილებისათვის მგზავრობა უფასოა). 2015 წლის განმავლობაში აღნიშნული რეისით 4,458 მგზავრმა ისარგებლა.

რეისებს ავიაკომპანია „სერვისეარი“ შეასრულებს ახალი 17 ადგილიანი საჰაერო ხომალდით. ნატახტარი – მესტიის მიმართულებით ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია ტურისტულ კომპანია „Vanilla Sky”-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g