LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 100 000 მოსახლეზე ტუბერკულოზის 70-75 შემთხვევა ფიქსირდება, რაც მნიშვნელოვანი კლებაა – ამირან გამყრელიძე

112
ამირან გამყრელიძე

საქართველოში 100 000 მოსახლეზე ტუბერკულოზის 70-75 შემთხვევა ფიქსირდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს ტუბერკულოზის სფეროში მომუშავე სამოქალაქო სექტორთან შეხვედრამდე განუცხადა. მისივე თქმით, 90-იან წლებში, როცა საქართველოში ტუბერკულოზმა იფეთქა, დაახლოებით, 160-170 შემთხვევა გვქონდა 100 000 მოსახლეზე. დღეს კი დაახლოებით, 100 000 მოსახლეზე, 70-დან 75-ის ფარგლებშია, რაც მნიშვნელოვანი კლებაა.

„ყოველწლიურად, ჩვენ ტუბერკულოზის დაახლოებით, 2500 ახალი შემთხვევა გვაქვს ბოლო წლების განმავლობაში და ყველა ადამიანს ეძლევა შესაბამისი მკურნალობა, როგორც პირველი რიგის დაავადებების შემთხვევაში, ისე მეორე რიგის,“ – განაცხადა გამყრელიძემ.

მან ასევე ისაუბრა შიდსის შემთხვევებთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში შიდსის 8 000 შემთხვევაა გამოვლენილი, თუმცა შიდსით დააავადებულთა სავარაუდო რიცხვი შედარებით მეტია.

„შიდსთან მიმართებაში ჩვენ ვართ დაბალი პრევალენტობის ქვეყანა. სულ ქვეყანაში რეგისტრირებულია დაახლოებით 8 000-მდე შემთხვევა, მაგრამ ე.წ. სავარაუდო რიცხვი არის დაახლოებით 10 000-10 500 ადამიანი, ვინც არ არის გამოვლენილი სწორედ ამ ადამიანებზეა კონცენტრირება. ორივე შემთხვევაში, დღეს დაახლოებით, 4 500 ადამიანი შიდსით არის დაავადებული და მკურნალობს ანტირეტროვირუსულ მკურნალობაზე”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.