LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 14 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილ სათამაშოებს უსაფრთხოებაზე შეამოწმებენ

135
children-toys-siblings-kids-stock

ეკონომიკის სამინისტრო ბაზარზე სათამაშოების ზედამხედველობას იწყებს. უწყების ინფორმაციით, მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად მომზადებული ტექნიკური რეგლამენტი სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ, რომლის მოქმედებაც 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ სათამაშოებზე ვრცელდება.

ტექნიკური რეგლამენტი ითვალისწინებს სათამაშოს ბაზარზე განთავსებამდე პროდუქტის შესაბამისობის შეფასებასა და დოკუმენტაციის შედგენას, რომელიც ადასტურებს სათამაშოს უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობას. იგულისხმება სათამაშოების როგორც ქიმიური შემადგენლობა, ისე ფიზიკური მახასიათებლები – რამდენად ბასრია სათამაშო, მცირე ზომისაა და ა.შ.

ცნობისთვის, სათამაშოების ზედამხედველობას მთელი საქართველოს მასშტაბით ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შექმნილი ახალი უწყების – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები განახორციელებენ.

ისინი შეამოწმებენ ბაზარზე განთავსებული სათამაშოების შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან და გასცემენ რეკომენდაციებს, რომელთა შესრულება სავალდებულო 2021 წლიდან იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g