LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 2023 წელს მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის შენელება 4.4%-მდე – მსოფლიო ბანკი

127
world bank

მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა, რომელშიც წარმოდგენილია რეგიონის და მასში შემავალი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები. ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2023 წელს მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის შენელება 4.4 პროცენტამდე, თუმცა რეგიონულ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით (2.4 პროცენტი რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის გამოკლებით) მაღალ დონეზე შენარჩუნება.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა სამხრეთ კავკასიაში სავარაუდოდ მკვეთრად შესუსტდება 2022 წელს არსებული 7 პროცენტიდან 3 პროცენტამდე 2023 წელს, რადგან ზრდა შენელდება ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, მათ შორის ევროკავშირში.

„ამ ფონზე მოსალოდნელია საქართველოში ეკონომიკური ზრდის შენელება 4.4 პროცენტამდე 2023 წელს, თუმცა რეგიონულ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით (2.4 პროცენტი რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის გამოკლებით) მაღალ დონეზე შენარჩუნება.

დიდი მოცულობით ფულადი ნაკადების შემოდინებამ ხელი შეუწყო ლარის გამყარებას, რამაც შეაკავა ინფლაციური წნეხი და შეამცირა ვალის დონე. ინფლაცია სავარაუდოდ გააგრძელებს ეტაპობრივ კლებას 2023 წელს, თუმცა ზოგიერთ სასურსათო პროდუქტზე და საცხოვრებელ იჯარაზე ფასებით გამოწვეული წნეხის ზემოქმედება შეიძლება გაგრძელდეს“, – აღნიშნულია მსოფლიო ბანკის პროგნოზში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g